Click Here

მარიამ კვერღელიძე

ფილოლოგიის დოქტორი, აკადემიური წერის ცენტრის პედაგოგი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: Mariam.kverghelidze@iliauni.edu.ge

 

მარიამ კვერღელიძემ 2014 წელს დაასრულა ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო საფეხური საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში ფილოლოგიის სპეციალობით (წარჩინების დიპლომი). 2016 წელს კი დახურა ლიტერატურათმცოდნეობისა და ტექსტოლოგია, სარედაქციო–საგამომცემლო საქმის მაგისტრატურის კურსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2021 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემით: „გიორგი მერჩულის „წმიდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ სიმბოლურ–ალეგორიული ანალიზი (სიხარულის ფენომენის ასპექტები)“.

2016 წლიდან მუშაობს კოლეჯ „მერმისში“ ქართულის, როგორც მეორე და სახელმწიფო ენის პედაგოგად, ასევე 2021 წლიდან ინტეგრირებული მოდულის „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“ მასწავლებლად.

მარიამი, იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კურსზე – European City and Regional Development Planning, The Case of Berlin („ევროპული ქალაქისა და რეგიონული განვითარების დაგეგმვა ბერლინის მაგალითზე“), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიით.

ასევე გაიარა ტრენინგები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლებაში თანამედროვე მიდგომების გაცნობის მიზნით: „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: „სწავლა მობილურით და თამაშით [Active Learning and ICT-enhanced teaching: M-learning and Gamification]“ (ტრენერნი: თამარ მაღალაშვილი), აქტიური სწავლა ამობრუნებულ გაკვეთილზე – Active Learning in the Flipped Classroom (ტრენერნი: ლევან ცაგარელი).

მარიამი მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის კონფერენციებში, რომელთაგანაც აღსანიშნავია: მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში”, საკითხით – „ტექსტის კვლევის სიმბოლურ-ალეგორიული მეთოდი და ელექტრონული სწავლების გამოწვევა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ (თსუ–ის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი) (2019წ.); ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეცნია „საქართველო და თურქეთი: რეგიონთშორისი ურთიერთობები – მეცნიერული და კულტურული კვლევის პერსპექტივები, საკითხი – ხანცთის მატერიალური და არამატერიალური ძეგლის შესახებ (2022წ.).