მარიამ კვერღელიძე

დოქტორანტი ფილოლოგიის მიმართულებით

აკადემიური წერის ცენტრის პედაგოგი

საკონტაქტო ინფორმაცია: Mariam.kverghelidze@iliauni.edu.ge

 

 

 

მარიამ კვერღელიძემ 2014 წელს დაასრულა ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო საფეხური საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში ფილოლოგიის სპეციალობით (წარჩინების დიპლომი). 2016 წელს კი დახურა ლიტერატურათმცოდნეობისა და ტექსტოლოგია, სარედაქციო–საგამომცემლო საქმის მაგისტრატურის კურსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამჟამად იგი არის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, მისი სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „გიორგი მერჩულის „წმიდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ სიმბოლურ–ალეგორიული ანალიზი (სიხარულის ფენომენის ასპექტები)“.

მარიამი იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კურსზე – ‘’European City and Regional Development Planning, The Case of Berlin” („ევროპული ქალაქისა და რეგიონული განვითარების დაგეგმვა ბერლინის მაგალითზე“), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიით.

ასევე გაიარა ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლებაში თანამედროვე მიდგომების გაცნობის მიზნით: „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: „სწავლა მობილურით და თამაშით [Active Learning and ICT-enhanced teaching: M-learning and Gamification]“.

მარიამი მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის კონფერენციებში, რომელთაგანაც აღსანიშნავია: მე-3 საერთაშორისო კონფერენცია “ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში”, საკითხით – „ტექსტის კვლევის სიმბოლურ-ალეგორიული მეთოდი და ელექტრონული სწავლების გამოწვევა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ (თსუ–ის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი) (2019წ.).

სხვადასხვა დროს გახლდათ ილია მეორის, ფოლკლორის ეროვნული პრემიისა და ოთარ ჩხეიძის სახელობის პრემიათა სტიპენდიატი.

მარიამის საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციები ძირითადად ეხება მის სადოქტორო ნაშრომს. აქვს სხვა ტიპის სტატიებიც და მხატვრული პუბლიკაციები.

ინტერესები: შემოქმედებითი წერა, ხელოვნება და ქრისტიანული კულტურა.