Click Here

Ირინა კომახიძე

Ირინა კომახიძე

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: Irina.Komakhidze@iliauni.edu.ge

 

Ირინამ ლიტერატურის თეორიის და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა 2018 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. Ამავე უნივერსიტეტში მიიღო ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი 2016 წელს.

Ირინა 2018-2019 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის უფროს მენეჯერად, შემდგომ – ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროს მენეჯერად. Ის 2019 წლიდან დღემდე მუშაობს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 

2019 წლიდან მოწვეული მასწავლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრში და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს ასწავლის კურსს აკადემიური მუშაობის ტექნიკები. 

Მას აქვს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ინდივიდუალური სწავლების გამოცდილება: გაკვეთილის დაგეგმვის, სწავლის მეთოდების შესწავლის, კლასის და ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, მათთვის აუცილებელი ინფორმაციის შესაბამისი ფორმით მიწოდების უნარი. შეუძლია წლის პროგრამის გაწერა, სხვადასხვა აქტივობათა დაგეგმვა და სხვ. 

Ირინა მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში რუსთაველის ფონდის პროექტის დაგეგმვასა (საპროექტო წინადადების, გეგმაგრაფიკის, ბიუჯეტის და სხვ. მომზადება და ფონდის ბაზაში ატვირთვა) და განხორციელებაში (პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი შინაარსობრივი საქმიანობა).