Click Here

სამეცნიერო წყაროების ძიება და კატეგორიზაცია, ბიბლიოგრაფია

უკვე დაიწყეთ ეს რთული და შრომატევადი პროცესი ან აპირებთ ამ საინტერესო მოგზაურობის წამოწყებას? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სემინარი სასარგებლო იქნება, რადგან გთავაზობთ ინფორმაციის ზღვაში ნავიგაციის გზებს თქვენს ნაშრომზე მუშაობის დროს; ის დაგეხმარებათ იპოვოთ ინფორმაცია თქვენი არგუმენტების ან ახალი იდეების შესაქმნელად.

სემინარი ასევე გასწავლით თუ როგორ უნდა შექმნათ ჩანაწერი გამოკვლეულ მასალაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, დაგეხმარებათ გაიგოთ სამეცნიერო წყაროს მნიშვნელობა: რა არის სამეცნიერო წყარო? რატომ უნდა ვეძებოთ? რა სახის სამეცნიერო წყაროები არსებობს? როგორ უნდა შევაფასოთ წყარო? როგორ უნდა იმუშაოთ სამეცნიერო წყაროებთან?

სამეცნიერო წყაროების ძებნისა და კატეგორიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ შექმნათ წყაროების ჩამონათვალი ნაშრომის ბოლოს. როგორც წესი, ჩამონათვალში შედის ყველა თქვენ მიერ გამოყენებული, დამოწმებული ან უბრალოდ მუშაობის პროცესში წაკითხული წყარო. ზოგადად, ამ განყოფილებას აქვს ხოლმე სათაურები, მაგალითად „გამოყენებული ლიტერატურა“, „ბიბლიოგრაფია“, „წყაროები“. რომელი სათაური უნდა აირჩიოთ? რა არის ბიბლიოგრაფიის შექმნის ძირითადი პრინციპები? რა წესები უნდა დავიცვათ? სემინარი გთავაზობთ სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს.