Click Here

შესავალი აკადემიურ წერაში

სემინარი გაგაცნობთ აკადემიური წერის, როგორც კომუნიკაციის უნიკალური ფორმის, თავისებურებას და განსხვავებას წერის სხვა ფორმებისა და ჟანრებისგან; წარმოგიდგენთ და გამუშავებთ აკადემიური წერის მახასიათებლებზე, საჭირო ინფორმაციის მოძიების საშუალებებზე. განიმარტება ‘პლაგიატის’ ცნება და წარმოდგენილი იქნება მისი თავიდან აცილების საშუალებების მოკლე მიმოხილვა. სემინარზე აგრეთვე განიხილება აკადემიური ნაწერის ძირითადი სტრუქტურა და მოგეცემათ საშუალება გაიაზროთ წერის პროცესის დამახასიათებელი, აუცილებელი ეტაპები და მათი ურთიერთმიმართება.