თუ გჭირდებათ შესავალი ნაწილის გარკვეული ასპექტების შესახებ გარკვევა, თქვენთვის სასარგებლო იქნება ამ სემინარზე დასწრება.
როგორც მოგეხსენებათ, შესავალი წარმოადგენს საკვლევ თემას, საკვლევ კითხვას და კვლევის პრობლემას. კიდევ რა არის საჭირო შესავალი ნაწილისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ მისი ძირითადი ელემენტების შემუშავებისას? როგორ უნდა განისაზღვროს შერჩეული თემის აქტუალობა? ეს სემინარი სწორედ ამ თემების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.