Click Here

ანდრია თურვანდიშვილი

ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრანტი

აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი

საკონტაქტო ინფორმაცია:

Andria.turvandishvili.1@iliauni.edu.ge 

ანდრია თურვანდიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრანტია. 2019 წელს მან მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ამავე უნივერსიტეტში.

2019 წელს ანდრიამ გაიმარჯვა Entrepreneurship World Cup-ის სტარტაპ კონკურსში და მიიღო დაფინანსება გლობალური სამეწარმეო ქსელის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.

ანდრიას გავლილი აქვს ბიზნესკურსები მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებით.

2022 წლიდან ანდრია მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. იგი ასწავლის აკადემიური მუშაობის ტექნიკების კურსს საბაკალავრო საფეხურზე.

ინტერესთა სფერო: აკადემიური კეთილსინდისიერება, ლიტერატურა, სამოტივაციო სისტემები, ორგანიზაციული კულტურა, ლიდერობა ორგანიზაციის მართვაში.