Click Here

დეა მაღალაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი

საკონტაქტო ინფორმაცია: dea.magalashvili@iliauni.edu.ge

დეა მაღალაშვილი ახალგაზრდა პროფესიონალი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ლექტორია. მან წარჩინებით მიიღო ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (ევროპა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალიზაცია) და მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაცია). 2014 წელს დაამთავრა ლიდერთა სკოლა საქართველოში და ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

2018-2021 წლებში დეა იყო საქართველოს პარლამენტის მოწვეული სპეციალისტი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის აღმასრულებელი თანაშემწე და ახალგაზრდა ლიდერების საერთაშორისო აკადემიის უფროსი მრჩეველი. 2020-2022 წლებში დეა მაღალაშვილი ატარებდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსს და ამავე მანდატის ფარგლებში 2022 წელს იმყოფებოდა ევროპის საბჭოში, სადაც სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოს სახელით მხარიდაუჭირა, ამავდროულად, მშვიდობის დამკვიდრება უსურვა უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

ამჟამად, დეა მაღალაშვილი არის საქართველოს კოორდინატორი ევროკავშირის რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, აღმოსავლეთ სამეზობლოს თანამშრომლობის ახალ ფორმატში. 2022 წლიდან ის მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. 2022 წლიდან აკადემიური წერის ცენტრში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბაკალავრიატებს ასწავლის კურსს – აკადემიური მუშაობის ტექნიკები.

ძირითადი ინტერესები: მშვიდობის კვლევა; კონფლიქტები და მოლაპარაკებები; თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში; ციფრული დიპლომატია.