ინგა გელაშვილი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დოქტორანტი
აკადემიური მუშაობის ტექნიკების მოწვეული ლექტორი
ინგლისური ენის კურსის მოწვეული ლექტორი
საკონტაქტო ინფორმაცია: inga.gelashvili@iliauni.edu.ge
ინგა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი პროგრამისათვის აკადემიური მუშობის ტექნიკები. ამავდროულად, იგი არის ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურისის მოწვეული ლექტორი და ჯგუფის ხელმძღვანელი.
2012 წლიდან ინგა აქტიურად თანამშრომლობს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან. სხვადასხვა დროს იგი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და მონიტორინგის ექსპერტ-მონიტორი,
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ინგლისური ენის ჯგუფის წევრი, გრიფირების მინიჭების კომისიის წევრ-რეცენზენტი და უცხო ენის მიმართულების ექსპერტი ამავე დეპარტამენტის პროექტში ახალი სკოლის მოდელი.
გარდა ამისა, ინგა მუშაობს PH International და მასწვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროგრამების ტრენერად. იგი აგრეთვე არის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების კომისიის წევრი. 2016 -18 წლებში იყო ინგლისური ენის საკვალიფიკაციო საერტაშორისო გამოცდის – PTE General (Pearson Test of English) გამომცდელი.
ინგა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრი და ტრენერია. 2014 -18 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ამავე ასოციაციის ქვემო ქართლის განყოფილებას. ამავდროულად, იგი არის ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრიც ( TESOL).
ინგას გავლილი აქვს ტრენერთა დახელოვნებისა და ტრენინგ მოდულების წერის კურსი საფრანგეთსა და პორტუგალიაში, მასწავლებელთა გადამზადების ინტენსიური კურსი ედინბურგის ენის აკადემიაში და ტრენერთა დახელოვნების კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ( SIT; Georgetown University; World Learning)
ინგას მიღებული აქვს მონაწილეობა კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით. მისი ინტერესის სფეროა მოზარდთა ფსიქოლოგია და სწავლების მეთოდიკა.
