აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ მორიგ სემინარებს: შაბათს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, აუდიტორიები D 301 და D 306. სემინარებს ჩაატარებენ აკადემიური წერის ცენტრის პედაგოგები
- სოფიო სახვაძე: აკადემიური წერის თავისებურებები, აკადემიური ნაშრომის მომზადება და პლაგიატი
სემინარი გაგაცნობთ აკადემიური წერის, როგორც კომუნიკაციის უნიკალური ფორმის თავისებურებას და განსხვავებას წერის სხვა ფორმებისა და ჟანრებისგან; წარმოგიდგენთ და გამუშავებთ აკადემიური წერის მახასიათებლებზე; გაგაცნობთ აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპებს, მათ შორის, კითხვის სტრატეგიებს, როგორც წერის პროცესისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ეტაპს; შეგასწავლით სად და როგორ მოიძიოთ სანდო სამეცნიერო ინფორმაცია. სემინარზე განხილული იქნება ასევე ცნება „პლაგიატი“ და მისი თავიდან აცილების საშუალებები.
- ლევან გოგოხია: ფუნქციური წერა 2: განცხადების, ახსნა-განმარტებითი მოხსენებითი ბარათის შედგენის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები




