ნათია ფონიავა

ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი
ენათმეცნიერი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: natia.phoniava@iliauni.edu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: natia.phoniava@iliauni.edu.ge
ნათია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელია 2020 წლიდან. იგი აკადემიური მუშაობის ტექნიკებს ასწავლის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.
ნათია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტია. დაამთავრა ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა.
ის მუშაობს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 2012 წელს კავკასიის უნივერსიტეტში კითხულობდა კურსს − ენათმეცნიერების საფუძვლები. 2010-2011 სასწავლო წელს თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მაძიებელ მასწავლებლად. 2018 წელს უცხოურ კერძო კომპანიაში უცხოელებს ასწავლიდა ქართულ ენას. არის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების კომისიის წევრი, ასევე, გამომცემლობა „არტანუჯის“ „კოლხური სერიისა“ და ელექტრონული რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევების“ სარედაქციო საბჭოს წევრი. ის თსუ დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრია, აგრეთვე, არის საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრი.
მას გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სტატია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში; თანაავტორია რამდენიმე წიგნისა; ჩართული იყო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მესამე ტომის ახალი რედაქციის მომზადებაში; სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე, სამეცნიერო საგრანტო პროექტებში და საერთაშორისო სეზონურ სკოლებში.
ნათიას ინტერესის სფეროა: ქართველური და აფხაზურ-აბაზური ენები, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება, ფონეტიკა, სოციოლინგვისტიკა, ენათა სწავლება.
