Click Here

ზურაბ ქარჩავა

სამართლის ბაკალავრი

პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი 

საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსი ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის, ეთიკისა და მენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Adalan AI-ში. 

საკონტაქტო ინფორმაცია: zurab.karchava.2@iliauni.edu.ge 

ზურაბ ქარჩავა შედარებითი პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. მას მოპოვებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ზურაბი ამჟამად სწავლობს პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზურაბმა 2021 წელს მოიპოვა Erasmus +- ის სტიპენდია და ერთი სემესტრი გაატარა ბრემენის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. 

ზურაბი აკადემიური წერის ცენტრის გუნდს შეუერთდა 2022 წლის შემოდგომის სემესტრში. ამასთან, ის მუშაობის საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსის პოზიციაზე ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის, ეთიკისა და მენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Adalan AI-ში. აგრეთვე, ზურაბი სოციალურ-პოლიტიკური პლატფორმა „კომენტარის“ ავტორ-კონტრიბუტორია.

ზურაბს მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ აკადემიურ კონფერენციაში. ის თანაავტორია Adalan AI-ის და Urban AI-ის კოლაბორაციის შედეგად მომზადებული კვლევისა: „Geopolitics of Smart Cities: Expression of Soft Power and New Order“ („ჭკვიანი ქალაქების“ გეოპოლიტიკა: რბილი ძალის და ახალი წესრიგის გამოვლინება“). აგრეთვე, ის ავტორია Adalan AI-ის კვლევისა „Autonomous Weapons Systems: The Issues of Autonomy, Predictability, and Ethical Neutrality” („ავტონომიური იარაღების სისტემები: ავტონომიურობის, წინასწარ განჭვრეტის და ეთიკური ნეიტრალურობის საკითხები“.) 

ძირითადი ინტერესები: საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, დემოკრატიის კვლევები, საგარეო პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის ფილოსოფია.