ილიაუნის თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი აკადემიური წერის ცენტრთან ერთად ატარებს სასერტიფიკატო ტრენინგს თემაზე – ,,საშინაო ნაშრომის სტრუქტურა და მისი შექმნა“. ტრენერები იქნებიან აკადემიური ცენტრის მასწავლებლები თინათინ ქავთარაძე და ნათია ქასრაშვილი.
ტრეინინგში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და არა მარტო, ის 15 სტუდენტი, რომელიც პირველი დარეგისტრირდება და შეავსებს განაცხადის ფორმას.
თარიღი, დრო და აუდიტორია: 23-24 ოქტომბერი, 18:00-20:30 სთ, E207.
ტრეინინგის თემა: ,,საშინაო ნაშრომის სტრუქტურა და მისი შექმნა“.
ტრეინინგის ხანგრძლივობა: ორი დღე.
დღე 1: ტრენერი თინათინ ქავთარაძე.
განსახილველი საკითხები:
- თავფურცელი
- სარჩევი
- განაცხადი
- შესავალი
დღე 2: ტრენერი – ნათია ქასრაშვილი
განსახილველი საკითხები:
- ძირითადი ნაწილი (ლიტერატურის მიმოხილვა, დასკვნა)
- ბიბლიოგრაფია
ორივე დღის განმავლობაში ტრენინგი დატვირთული იქნება თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებით და ვორქშოფებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და აგრეთვე წამახალისებელი საჩუქრები. ყოველი დღის ბოლოს გამოვლინდება ყველაზე აქტიური მონაწილე და გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.