ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
მეათე სემინარის თემაა – როგორ ავაგოთ არგუმენტი
სემინარი ჩატარდება Zoom-ში, ორშაბათს, 10 იანვარს, 18:00 საათზე.
სემინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორები შალვა ბერიანიძე და ნინო გალდავაძე; აგრეთვე, სტაჟიორები – დეა მაღალაშვილი და ქრისტინე ცირეკიძე.
სემინარის დეტალები:
- Zoom-ის ბმული: https://us02web.zoom.us/j/2376664559
- ID: 237 666 4559
- პაროლი: 151515
სემინარზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.