ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
მესამე სემინარის თემაა – როგორ გამოვიყენოთ სამეცნიერო ბაზები სასურველი ლიტერატურის მოსაძიებლად და როგორ ავაგოთ ბიბლიოგრაფია.
სემინარი ჩატარდება Zoom-ში, ორშაბათს, 11 აპრილს, 18:00 საათზე.
სემინარს გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი შალვა ბერიანიძე.
Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ მონაცემებს:
- ბმული –https://us02web.zoom.us/j/2704719582?pwd=aVlSa3hFcE80MGNaVkRKQk8xZHU2UT09
- ID – 270 471 9582
- პაროლი – 220797
*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, Zoom-სემინარები ჩატარდება ორშაბათობით, 18:00 საათზე. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.