ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
2 მაისს ჩატარდება ორი (რიგით მე-3 და მე-4) სემინარი.
მესამე სემინარის თემაა – სამაგისტრო ნაშრომის სპეციფიკა; ნაშრომის გეგმა; სამუშაო სათაური. სემინარი დაიწყება 16:00 საათზე და მას გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი ნინო გალდავაძე.
Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86747658515
…
მეოთხე სემინარის თემაა – აკადემიური ნაშრომის შესავალი. სემინარი დაიწყება 18:00 საათზე და მას გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორები თინათინ თურქია და თეა თალაკვაძე.
Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/2833487590
*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, Zoom-სემინარები ჩატარდება ორშაბათობით, 18:00 საათზე. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.