ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022-23 წლის შემოდგომის სემესტრში იწყებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. პირველი სემინარის თემაა – როგორ შევადგინოთ კონსპექტბარათი. სემინარი ჩატარდება Zoom-ში, შაბათს, 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათზე. სემინარს გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი ნინო გალდავაძე. სემინარზე დასასწრებად გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87949093751
*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, სემინარები ჩატარდება შაბათობით, 18:00 საათზე. 2022-23 წლის შემოდგომის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.