ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური წერის ცენტრის მესამე კონფერენცია
2023 წლის 22-23 სექტემბერი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი გიწვევთ თემატურ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის სამუშაო თემაა სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა აკადემიურ ნაშრომში.
კონფერენციის მიზანია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
● რა არის სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა?
● რომელი აუცილებელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ლიტერატურის მიმოხილვის პროცესში?
● როგორ შევარჩიოთ სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვის მოდელი სხვადასხვა დარგისა და ჟანრის აკადემიური ნაშრომისთვის?
კონფერენციის ამოცანაა თავი მოუყაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, მკვლევართა და სტუდენტთა ისეთ მოხსენებებს, რომლებიც შეეხება ლიტერატურის მიმოხილვის სტრატეგიებს აკადემიურ ტექსტებზე მუშაობის პროცესში. ამის საფუძველზე, საჭიროა განვსაზღვროთ ლიტერატურის მიმოხილვის, როგორც სამეცნიერო ნაშრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის როლი, მიზანი და მასშტაბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის საკვალიფიკაციო ნაშრომების კონცეფციებთან მიმართებაში. კონფერენციაზე ერთმანეთს გავუზიარებთ ინფორმაციას ლიტერატურის მიმოხილვასთან დაკავშირებული უახლესი კვლევების, მიდგომებისა და წერის მეთოდების შესახებ; გავაანალიზებთ კონკრეტულ შემთხვევებსა და საუკეთესო ნიმუშებს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს დამოუკიდებლად და საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის სტუდენტ(ებ)ს სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)თან ერთად.
კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეობის შემდეგ ვარიანტებს:
● ძირითადი მოხსენება (keynote speech) – 60 წთ
● შედარებით მოკლე მოხსენება (short presentation) – 30 წთ
● სამუშაო შეხვედრა (workshop) – 45 წთ
● დისკუსია მრგვალ მაგიდასთან (panel discussion) – 60 წთ (მონაწილეთა გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს)
● სტენდური მოხსენება (poster presentation) – 20 წთ.
მითითებული დრო ითვალისწინებს 10 წუთს კითხვა-პასუხისთვის.
კონფერენციის მონაწილეთა მოხსნებები გამოქვეყნდება საკონფერენციო ნაშრომების კრებულში.
სამუშაო ენა: ქართული.
კონფენერციაში მონაწილოების მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია 2023 წლის 15 ივლისამდე შემდეგ ბმულზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
● რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 ივლისი.
● შერჩეული მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 სექტემბერი.
● კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 22-23 სექტემბერი.
კონფერენციის ორგანიზატორი: აკადემიური წერის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საკონტაქტო ინფორმაცია: აკადემიური წერის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E 220
ტელ: +995 32 222 00 09 (198)
ელ. ფოსტა: writingcentre@iliauni.edu.ge