Click Here

ილიაუნის Top 100 პირველკურსელთა ბანაკი და სტუდენტური ცხოვრების კვირეული

აკადემიური წერის ცენტრი მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროექტებში:

  1. ილიაუნის Top 100 პირველკურსელთა ბანაკი სტეფანწმინდაში“ – გაიმართა 5 ოქტომბერს, სტეფანწმინდის ბაზაზე. აკადემიური წერის ცენტრმა ჩაატარა სესია თემაზე “პლაგიატის ფორმები და გამოვლენის საშუალებები”. შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის მოწვეული მასწავლებელი – ნინო გალდავაძე.
  2. ილიაუნის Top 100 პირველკურსელთა ბანაკი აბასთუმანში“ – გაიმართა 12 ოქტომბერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ბაზაზე. აკადემიური წერის ცენტრმა ჩაატარა სესია თემაზე “პლაგიატის ფორმები და გამოვლენის საშუალებები”.  შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის მოწვეული მასწავლებელი – ქეთევან არევაძე.
  3. ილიაუნის Top 100 პირველკურსელთა ბანაკი აბასთუმანში“ – გაიმართა 26 ოქტომბერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ბაზაზე. აკადემიური წერის ცენტრმა ჩაატარა სესია თემაზე “პლაგიატის ფორმები და გამოვლენის საშუალებები”. შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის მოწვეული მასწავლებელი – ნინო გალდავაძე.

ასევე, სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში, 28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეულმა მასწავლებლებმა თათია გიგანმა და თინათინ ქავთარაძემ ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ისაუბრეს თემაზე: „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“.