Click Here

მეთორმეტე სემინარი – საშინაო ნაშრომის სტრუქტურული ელემენტები + სათაურის შექმნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

მეთორმეტე სემინარის თემაა – საშინაო ნაშრომის სტრუქტურული ელემენტები + სათაურის შექმნა.

სემინარი ჩატარდება Zoom-ში, ორშაბათს, 24 იანვარს, 18:00 საათზე.

სემინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის  მოწვეული ლექტორები – შალვა ბერიანიძე და ნინო გალდავაძე, სტაჟიორები – დეა მაღალაშვილი და ქრისტინე ცირეკიძე.

 

სემინარის დეტალები:

 

*სემინარზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.