Click Here

მეცხრე სემინარი – როგორ დავწეროთ ლიტერატურის მიმოხილვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

მეცხრე სემინარის თემაა – როგორ დავწეროთ ლიტერატურის მიმოხილვა.

სემინარი ჩატარდება Zoom-ში, ორშაბათს, 20 დეკემბერს, 18:00 საათზე.

სემინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორები – შალვა ბერიანიძე და ნინო გალდავაძე; სტაჟიორები – დეა მაღალაშვილი და თეიმურაზ ვაშაკიძე.

სემინარის დეტალები:

სემინარზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.