Click Here

მიღება კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული).

კურსის შესახებ

კურსის „ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული)“ მიზანია მსმენელი მოამზადოს კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ტესტის IELTS-ის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად. ამ მიზნის მისაღწევად კურსის მსვლელობისას შექმნილი იქნება შესაფერისი გარემო, რომელშიც თანმიმდევრულად განვითარდება და დაიხვეწება გამოცდისთვის საჭირო ოთხივე ენობრივი უნარი, ზოგადი და აკადემიური ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები; მსმენელი გაეცნობა დროში ნაცად უახლეს საგამოცდო ტაქტიკას და გამოიმუშავებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელ ტექნიკას.

უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე ენობრივი უნარი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მსმენელები ადვილად დაინახავენ, რომ მაგალითად კითხვითი დავალების შესრულების დროს ნასწავლი სიტყვები თუ გრამატიკული ფორმები, ასევე შეუძლიათ გამოიყენონ საუბრის ან წერის დროს. უფრო ზუსტად, იკვრება წრე, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება – ეს კარგად გამოჩნდება ყოველი მომდევნო კვირის სესიაზე, გამოცდაზე ორიენტირებული და შესაბამისი ფორმატის პრაქტიკული სამუშაოს – Exam Focus – შესრულებისას. კურსის ბოლოს კი, საგამოცდო პირობების მაქსიმალური დაცვით, ჩატარდება IELTS-ის სიმულაციური ტესტი – Mock Test (ოთხივე ნაწილი). ტესტის შემდეგ ერთი სესია დაეთმობა ტესტის შედეგების განხილვას და ყოველი მსმენელი მიიღებს ინდივიდუალურ პრაქტიკულ რჩევებს.

კურსის ყველა აქტივობაში სათანადო მონაწილეობის, დაგროვილი ქულებისა და სიმულაციური ტესტის შედეგის მიხედვით გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი, რომელსაც მსმენელი წარადგენს იქ, სადაც B2 დონის დამადასტურებელი საბუთია საჭირო.

კურსი ჩატარდება ონლაინ

კურსი დაიწყება 14 ივნისს.

კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს, რომლებიც განაწილდება 8 კვირის განმავლობაში.

კურსი ჩატარდება 14 ივნისიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათზე, შაბათს 15:00 საათზე

სესიების ხანგრძლივობა: 2-3 საათი

ღირებულება: 900 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 ივნისი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:  https://bit.ly/3PQmxh4

ტრენერები