ძვირფასო სტუდენტებო,
მიმდინარე კვირის პარასკევ დღეს, აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ მეათე სემინარს თემაზე – აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა: სათაური, თავფურცელი, განაცხადი, სარჩევი.
სემინარზე გექნებათ საშუალება გაეცნოთ ნაშრომის სტრუქტურის ძირითად ელემენტებს, ისწავლოთ თავფურცლის, განაცხადის და სარჩევის შექმნა/დაფორმატება, ასევე – აკადემიური ნაშრომისთვის შესაბამისი სათაურის შექმნა ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და, ბოლოს, შეასრულოთ შესაბამისი სავარჯიშოები.
სემინარს ჩაატარებენ ცენტრის მასწავლებლები.
სემინარზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა.
სემინარი ჩატარდება, პარასკევს, 1 ივნისს, 16:00 საათზე, აუდიტორიაში – S 507.
გელოდებით ყველას!