Click Here

სემინარი – პლაგიატი: განსაზღვრა და თავიდან არიდების მექანიზმები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

მეხუთე სემინარის თემაა – პლაგიატი: განსაზღვრა და თავიდან არიდების მექანიზმები; ციტირების და პარაფრაზირების ტექნიკები.

სემინარი ჩატარდება Zoom-ში, ორშაბათს, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე.

სემინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორები – შალვა ბერიანიძე და ნინო გალდავაძე; სტაჟიორები – თეკლა ჯარიაშვილი და თეიმურაზ ვაშაკიძე.

 

სემინარის დეტალები:

 

სემინარზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.