Click Here

სემინარი –  როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებითა და ამავე ცენტრის მოწვეული ლექტორის თეონა გოგილავას ხელმძღვანელობით, 24 დეკემბერს ჩატარდება ონლაინ სემინარი თემაზე –  როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი.

სემინარი, დიდწილად, განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ამთავრებენ საბაკალავრო საფეხურს და ევალებათ საბაკალავრო ნაშრომების შექმნა, თუმცა, სემინარზე დასწრება შეუძლიათ მათაც, ვინც დაინტერესებულნი არიან საბაკალავრო ნაშრომის შექმნის ზოგადი ტექნიკებით.

სემინარი იქნება ინტერაქციული და მოიცავს თემატურ პრაქტიკულ აქტივობებს. სემინარის ხელმძღვანელი ისაუბრებს ყველა იმ უნარ-ჩვევაზე, რომელიც სტუდენტებს დასჭირდებათ საბაკალავრო ნაშრომის წერის პროცესში: თემის შერჩევა,  ნაშრომის დარედაქტირება და სხვ.

სემინარი ჩატარდება Zoom-ში და გაგრძელდება 2 საათს.

 

შეხვედრის დეტალები:

დრო: 24 დეკემბერი, პარასკევი, 17:00 საათი.

Zoom-ის ბმული: https://us02web.zoom.us/j/4274645190?pwd=Wkw1OWlBcWpQUWlMcGl1enA5ZnNtQT09

ID: 427 464 5190

პაროლი: 2204199