სემინარი გთავაზობთ რამდენიმე არსებით კითხვაზე პასუხს – კონკრეტულად, რას წარმოადგენს ლიტერატურის მიმოხილვა? რატომ ვწერთ ლიტერატურის მიმოხილვას? რა არის მისი მიზანი და როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს?
სემინარზე განხილული მასალა მორგებული იქნება ჯგუფის პროფილზე: წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის მიმოხილვა შესაბამისი აკადემიური დონისა და სამეცნიერო სფეროს მახასიათებლების შესაბამისად.
სემინარზე ასევე განხილული იქნება შეჯამების ძირითადი ელემენტები; კონკრეტულად რა არის შეჯამება და რატომ არის საჭირო იგი? როგორ უნდა აჩვენოს შეჯამებამ კავშირი შესავალსა და ლიტერატურის მიმოხილვას შორის?
და ბოლოს, სემინარზე წარმოდგენილი და განხილული იქნება პლაგიატის თემა და სხვების იდეებთან მუშაობის გზები. განვიხილავთ პლაგიატის თავიდან აცილების საშუალებებს და შემოგთავაზებთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს ციტირების სხვადასხვა ფორმის გასაუმჯობესებლად (ციტირება, შეჯამება და პარაფრაზირება).