Click Here

როგორ მოვამზადოთ და შევადგინოთ აკადემიური ნაშრომი

სემინარი პასუხობს შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს: რა არის აკადემიური ნაშრომი? რა სახის აკადემიური ნაშრომი შეესაბამება თქვენს აკადემიურ დონეს და რით განსხვავდება ის სხვა ტიპის ნაშრომებისგან? ჩვენ განვიხილავთ აკადემიური ნაშრომის მიზანს და მახასიათებლებს.

სემინარზე განხილული მასალა იქნება მორგებული ჯგუფის პროფილზე: აკადემიური ნაშრომის თავისებურებები წარმოდგენილი იქნება შესაბამისი აკადემიური დონის მახასიათებლებისა და სამეცნიერო სფეროს შესაბამისად.

სემინარზე ასევე გამოკვეთილი იქნება აკადემიური ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული სხვა თემები, მათ შორის (და არა მხოლოდ): როგორ მოვამზადოთ აკადემიური ნაშრომი? რა ნაბიჯებია საჭირო და რატომ? ვინ დამეხმარება ამ რთულ, მაგრამ საინტერესო და რთულ პროცესში? შემიძლია თუ არა დამოუკიდებლად მოვამზადო აკადემიური ნაშრომი?გულისხმობს თუ არა აკადემიური ნაშრომის მომზადება მხოლოდ ტექსტის შედგენას?

ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ სემინარის განმავლობაში.