Click Here

Zoom-სემინარები აკადემიური წერის საკითხებზე ბაკალავრებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

მეცხრე სემინარის თემაა – როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტისთვის ლიტერატურის მიმოხილვა.

სემინარი ჩატარდება Zoom-შიორშაბათს, 30 მაისს, 18:00 საათზე.

სემინარს გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის  მოწვეული ლექტორები დეა მაღალაშვილი და ქრისტინე ცირეკიძე.

Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ მონაცემებს:

ბმული – https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/2639993577

ID: 263 999 3577

*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, Zoom-სემინარები ჩატარდება ორშაბათობით, 18:00 საათზე. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.