Click Here

ვაკანსია აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლის პოზიციაზე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლის პოზიციაზე (ბაკალავრიატის საფეხური)

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • შეასრულოს სილაბუსით განსაზღვრული ყველა აქტივობა და ვალდებულება;
  • გაუწიოს სტუდენტებს კონსულტაციები აკადემიური პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობა მიიღოს სასწავლო კურსის დაგეგმვასა და სილაბუსის განვითარებაში;
  • სასწავლო პროცესში გამოიყენოს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმები: არგუსი და eLearning;
  • საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა სააპელაციო ან/და გასაჩივრებული ნაშრომის შეფასებაში;
  • იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტისა და აკადემიური წერის ცენტრის მიერ შეთავაზებულ საკვალიფიკაციო აქტივობებში.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

  • მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი (ინტერაქცია, ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელი, აქტიური სწავლება);  
  • შეფასებისა და უკუკავშირის პრინციპების ცოდნა;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე მეტყველებისა და წერის მაღალი კულტურა;  
  • ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის B2 დონის კომპეტენცია;
  • სალექციო პროცესის დაგეგმვის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) გამოყენების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ან მონათესავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:

  • შესაბამისი პროფესიული/ პედაგოგიური გამოცდილება აკადემიურ სფეროში;
  • გავლილი აკადემიური წერის გადამზადების სულ მცირე ერთი კურსი;
  • გავლილი მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სულ მცირე ერთი კურსი.

ქცევითი კომპეტენციები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეზე და განვითარებაზე ორიენტაცია;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სტრუქტურული ერთეული: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური წერის ცენტრი;
  • სამუშაო დატვირთვა: საათობრივი,  სემესტრში სულ მცირე  34 საკონტაქტო საათი, მოქნილი სამუშაო გრაფიკით 09:00-21:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. საკონტაქტო საათების მიღმა, მასწავლებელი მუშაობს სტუდენტების ნაწერებზე, აფასებს და უკუკავშირს აძლევს მათ.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • რეზიუმე (CV), სადაც მითითებული იქნება რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებს კანდიდატის სწავლების უნარსა და/ან აკადემიური წერის გამოცდილებას;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
  • სამოტივაციო წერილი.

პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი საბუთები 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი.

კანდიდატთა შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:

ეტაპი 1 – კანდიდატი შეირჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. (იხილეთ დანართი #1)

ეტაპი 2 – შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე. ამ ეტაპის ერთ-ერთი კომპონენტია გაკვეთილის სიმულაცია

დაკავშირება მოხდება კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათ გაეგზავნებათ გზამკვლევი მეორე ეტაპისთვის საჭირო ინფორმაციით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დანართი #1