ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
მეთერთმეტე სემინარის თემაა – აკადემიური ნაშრომის რედაქტირება და MS Word დოკუმენტის დაფორმატება.
სემინარი ჩატარდება Zoom-ში, ორშაბათს, 27 ივნისს, 18:00 საათზე.
სემინარს გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი მარიამ რურუა.
Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86452292691
*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, Zoom-სემინარები ჩატარდება ორშაბათობით, 18:00 საათზე. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.