Click Here

Zoom-სემინარები აკადემიური წერის საკითხებზე ბაკალავრებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

მესამე სემინარის თემაა – როგორ გამოვიყენოთ სამეცნიერო ბაზები სასურველი ლიტერატურის მოსაძიებლად და როგორ ავაგოთ ბიბლიოგრაფია.

სემინარი ჩატარდება Zoom-შიორშაბათს, 11 აპრილს, 18:00 საათზე.

სემინარს გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის  მოწვეული ლექტორი შალვა ბერიანიძე.

 

Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ მონაცემებს:

*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, Zoom-სემინარები ჩატარდება ორშაბათობით, 18:00 საათზე. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.