Click Here
Previous slide
Next slide

Zoom-სემინარები აკადემიური წერის საკითხებზე ბაკალავრებისთვის


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022-23 წლის შემოდგომის სემესტრში ასრულებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
ბოლო, რიგით მეთხუთმეტე სემინარის თემაა – აკადემიური მუშაობის ტექნიკების კურსის ფინალური გამოცდის საკითხებზე მუშაობა.
სემინარი ჩატარდება Zoom-ში, შაბათს, 21 იანვარს, 18:00 საათზე.
სემინარს გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი ნინო გალდავაძე.
სემინარზე დასასწრებად გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87949093751

*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, მთელი სემესტრის (2022-23 წლის შემოდგომა) განმავლობაში, სემინარები ტარდებოდა შაბათობით, 18:00 საათზე და მათზე დასწრება თავისუფალი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან Zoom-სემინარების სერია კვლავ გაგრძელდება.