Click Here

Zoom-სემინარები აკადემიური წერის საკითხებზე ბაკალავრებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში აგრძელებს ყოველკვირეული სემინარების სერიას, აკადემიური წერის საკითხებით დაინტერესებული საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

2 მაისს ჩატარდება ორი (რიგით მე-5 და მე-6) სემინარი.

მეხუთე სემინარის თემაა – როგორ გავაკეთოთ პარაფრაზირება, ციტირება და რეზიუმირება. სემინარი დაიწყება 16:00 საათზე და მას გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის  მოწვეული ლექტორი თეკლა ჯარიაშვილი.

Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ მონაცემებს:

მეექვსე სემინარის თემაა – როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტისთვის შესავალი; როგორ ავაგოთ აზრობრივი რუკა. სემინარი დაიწყება 18:00 საათზე და მას გაუძღვება აკადემიური წერის ცენტრის  მოწვეული ლექტორი ნინო გალდავაძე.

Zoom-ში შემოსასვლელად გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87234176208

 

*აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, Zoom-სემინარები ჩატარდება ორშაბათობით, 18:00 საათზე. 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.