ინტენსიური კურსი – „სამაგისტრო ნაშრომი და აკადემიური წერის სტილთან შესაბამისობა“ 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ აკადემიური წერის მოკლე ინტენსიურ კურსს „სამაგისტრო ნაშრომი და აკადემიური წერის სტილთან შესაბამისობა.“ 

კურსის მიზანია, დაგეხმაროთ სამაგისტრო ნაშრომის/პროექტის/თეზისის წერის პროცესში, კერძოდ,

  • გაიცნოთ და გაიაზროთ აკადემიური წერის სპეციფიკა, მახასიათებლები;
  • თქვენს ნაშრომში დაიცვათ აკადემიური წერის სტილის მოთხოვნები;
  • მოამზადოთ და ეფექტურად წარმართოთ თქვენი კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

კურსზე რეგისტრაცია დაიწყებ 21 მაისიდან და დასრულდება 28 მაისს. სემინარები დაიწყება 1 ივნისიდან და გაგრძელდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვამდე. კვირაში ერთხელ, Zoom ან Google Hangout-ის გამოყენებით ჩატარდება თითო ორსაათიანი სემინარი, რომელსაც წინ უძღვის მუდლში შემოთავაზებული წასაკითხი მასალა და შესაბამისი დავალებები. ყოველ დავალებას თან ახლავს ინდივიდუალური უკუკავშირი.

სემინარის დროს განიხილავთ სამაგისტრო ნაშრომის წერის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, იმსჯელებთ ნაშრომის ცალკეულ კომპონენტზე, ტიპურ პრობლემებსა და შეცდომებზე, ჩამოაყალიბებთ თქვენი ტექსტის ენობრივი თუ სტილისტური გაუმჯობესების გზებსა და საშუალებებს, განსაზღვრავთ ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვის შესაძლებლობებს.

გაითვალისწინეთ, რომ შემოთავაზებული კურსი თქვენთვის სასარგებლო და შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ინტენსიურად და თანმიმდევრულად ჩაერთვებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია  დავალებების სისტემატიურად შესრულება და მიღებული უკუკავშირის მიხედვით ტექსტში ცვლილებების შეტანა.

კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა.