ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი 25 და 27 აპრილს ჩაატარებს მასტერკლასებს სამართლის სკოლის მაგისტრანტებისთვის თემაზე – სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა და სტანდარტი.
მასტერკლასის პროგრამა 25 აპრილისთვის მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება;
- წყაროების სანდოობის განსაზღვრა;
- ბიბლიოგრაფიის შედგენა;
- წყაროების დამოწმების სტანდარტი;
- პლაგიატი;
- სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურული ელემენტები: სატიტულო გვერდი, აბსტრაქტი, სარჩევი, შესავალი;
- ლიტერატურის მიმოხილვა;
- MS Word
27 აპრილის საკითხები კი იქნება:
- ნაშრომის ძირითადი ნაწილი – ანალიზი, არგუმენტი, რეზიუმე;
- დასკვნა;
- სათაური;
- ციტირება;
- პარაფრაზი;
- ენა, სტილი, რედაქტირება.
მასტერკლასს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლები: ცირა კილანავა, ნათია ქასრაშვილი, ნათია საღინაძე და ლევან გოგოხია.
დეტალური ინფორმაციისთის იხილეთ მასტერკლასების პროგრამა.