საჯარო ლექცია-ტრენინგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მომავალ იურისტთა ასოციაციის” ინიციატივით ჩატარდა საჯარო ლექცია-ტრენინგი ფუნქციურ წერაში. ლექციაზე განხილული იყო რეზიუმე-ავტობიოგრაფია cv-ის შედგენის საკითხები, ასევე სამოტივაციო წერილის შექმნისთვის აუცილებელი ასპექტები.

აღნიშნულ ლექციას დაესწრნენ უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი თხოვნით, სამომავლოდ იგეგმება ამ ლექცია-ტრენინგის ჩატარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ინიციატივითა და ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მხარდაჭერით. აღნიშნული ტრენინგის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. ლექცია-ტრენინგს ჩაატარებენ აკადემიური წერის ცენტრის ლექტორები: თინათინ ქავთარაძე და ლევან გოგოხია.