Click Here

სასერტიფიკატო სემინარი თემაზე: “ფუნქციური წერა”

29 და 30 ივნისს, 15:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტისა და აკადემიური წერის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე ,,ფუნქციური წერა“.
​ტრენინგს წარუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი ბატონი ლევან გოგოხია.
​ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ის 20 სტუდენტი, რომელიც პირველი დარეგისტრირდება და შეავსებს განაცხადის ფორმას. განაცხადში აუცილებელია მითითებული იქნას მონაწილეების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მოხდება მათთან დაკავშირება.

​ტრენინგის პირველი დღე:
​სემინარის ხანგრძლივობა 2 საათი
1.​ რეზიუმე CV;
2.​ სამოტივაციო წერილი;
3.​ გასაუბრების რეკომენდაციები.

​ტრენინგის მეორე დღე:
​სემინარის ხანგრძლივობა 2 საათი
1. ​საქმიანი მიმოწერა ;
2.​ განცხადება;
3.​ მოხსენებითი ბარათი.

​ორი დღის განმავლობაში ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებით. თეორიული მასალის ვიზუალიზაციის მიზნით წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება. ამასთანავე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ყოველი ტრეინინგის ბოლოს, ჯგუფური დავალებების შესრულების შემდეგ, გამოვლინდება ყველაზე აქტიური მონაწილეები და გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.
​ტრენინგი ტარდება აკადემიური წერის ცენტრის ხელშეწყობით.