სტუმრად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, 8 მაისს, ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, მაია როგავა, მისი თანაშემწე, ნინო გალდავაძე, პროექტის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ქეთევან დარახველიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, გიგა ხოსიტაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი შეხვედრა: აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისა და აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი პლაგიატისა და აკადემიური წერის ძირითადი კონცეფციების შესახებ. ხოლო აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერებისთვის ჩატარდა სემინარი პლაგიატის კონცეფციის, აკადემიური ნაშრომის შესრულების პრინციპებისა და Turnitin-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.